ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე - ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე - ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება

2023-03-18 12:47:36+04:00

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის ისტორიული და რეალური პერსპექტივის მქონე გადაწყვეტილება. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოჯახებიდან ბავშვების ჩამოშორება, ნათესავებთან მათი დაკავშირების შესაძლებლობის წართმევა და შორეულ რეგიონებში გაფანტვა არის აგრესორი ქვეყნის მიერ ჩადენილი ბოროტება.