ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები ოფიციალურად გასცა.
ჰააგის სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალიან ძლიერი პოზიცია უწოდა. ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“.