სლოვაკეთისა და პოლონეთის მხრიდან უკრაინისათვის მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების გადაცემას კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. პესკოვმა ეს ნაბიჯი მოძველებული და არასაჭირო აღჭურვილობის უტილიზაციად შეაფასა. მისივე თქმით, ეს იმის მაგალითია, თუ როგორ ზრდიან ნატო-ს წევრები კონფლიქტში უშუალო ჩართულობის დონეს.