რა გახდა დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი - ტრაგიკული შემთხვევის ადგილზე დღეს დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საგამოძიებო უწყებამ უნდა გასცეს პასუხი მთავარ კითხვას, რა ვითარებაში გარდაცვალა მოზარდი. ბაბუა ამბობს რომ გოგონას სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, თუმცა ოჯახი გვამის გაკვეთის კატეგორიული წინააღმდეგია. სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ მეზობლებიც. მათი თქმით, შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზი საკვების გადაცდენით გამოწვეული ასფიქსია ყოფილიყო. უკვე ცნობილია რომ მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ომბუდსმენიც შეისწავლის. გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.