აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის შემდეგ ოპოზიცია მმართველ პარტიას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას სთხოვს. ოპოზიციის განცხადებით, დღეიდან საპარლამენტო დღის წესრიგი მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულება უნდა იყოს. მმართველი პარტიის წევრები ოპოზიციას ადანაშაულებენ. უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავის დროზე ოპოზიცია 12-ი პუნქტის განხილვაში მონაწილეობას არ იღებდა. თემაზე მთელი დღის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტი, მაგდა ბლუაშვილი მუშაობდა.