ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა - Palitra News

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

2023-03-17 17:00:18+04:00

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ჯეიმს კლევერლი საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთ სკოლასაც ეწვია. ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა შეხვედრა გამართა მთავრობის მეთაურთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან და ყოფილ სახალხო დამცველთან.