საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს გაუმჭირვალე რეჟიმში იღებს. ამის შესახებ განცხადებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, ბოლო 2 წელია ხელისუფლება გადაწყვეტილებებს დახურულ რეჟიმში ღებულობს და საზოგადოების წინაშე თავს ანგარიშვალდებულად აღარ გრძნობს. ორგანიზაცია ეჭვობს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვაა.