საქველმოქმედო ფონდ "ავერსმა" და "ავერსის კლინიკამ" საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი განაახლა. მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს. "ავერსის" კლინიკათა ქსელი კი მათ მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით უფასოდ უზრუნველყოფს.