საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ ხუთი ფაქტი გამოავლინა. პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 5 პირს წარედგინა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყალბი დოკუმენტები წარადგინეს, რომ თითქოს, 2007 წლამდე დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთებს თვითნებურად ფლობდნენ.
პროკურატურის ცნობით, ხუთივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ჩადენილი დანაშაული აღიარა.