სამი ოპოზიციური პარტია სტრასბურგის შემდეგ შეხვედრებს ბრიუსელში განაგრძობს. „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა შეხვედრა უკვე გამართეს შარლ მიშელის ოფისთან. პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე იგეგმება ევროკავშირის საგარეო ჯგუფთან და 12 რეკომენდაციაზე მომუშავე ჯგუფებთან შეხვედრა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, დაგეგმილ შეხვედრებზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები იქნება.