გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში შეხვედრებს მართავს - Palitra News

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში შეხვედრებს მართავს

2023-03-17 15:18:43+04:00

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფება. ბრიტანელმა დიპლომატმა უკვე გამართა შეხვედრა მის ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან და პრემიერ-მინისტ ირაკლი ღარიბაშვილთან. საუბრის მთავარი თემა რეგიონში არსებული გამოწვევები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იყო. ჯეიმს კლევერლიმ შეხვედრა მესამე სექტორის წარმომადგენლებთანაც გამართა.