ავსტრია შეუერთდა საერთაშორისო კოალიციას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხზე მუშაობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ დაწერა.
მისი თქმით, ამჟამად საერთაშორისო კოალიციაში 33 სახელმწიფო შედის.
„მადლობელი ვარ ავსტრიის იმისთვის, რომ შეუერთდა იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის“ შექმნაზე მუშაობენ. ძირითად ჯგუფში უკვე შედის 33 სახელმწიფო. მათი რიცხვის მატებასთან ერთად, იზრდება რწმენა იმისა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა პასუხს აგებს“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.