20 ივნისს დადგინდა, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი - ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ორი პროტესტი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ამასთან, გახარიამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი მთავრობა არ არის დაინტერესებული ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავდროულად, დაინტერესებულია, ეს ვინმე სხვას დააბრალოს.