გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ჯეიმს კლევერლი მის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს უკვე შეხვდა. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დილიდან უკვე მოისმინა მესამე სექტორის შეხედულებებიც. არასამთავრობო ორგანზიაციებმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ბრიტანელ დიპლომატს აგენტების კანონზე მიაწოდეს ინფორმაცია და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ისაუბრეს.
დღესვე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მთავრობის მეთაურს შეხვდება.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. ის ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებასაც დაესწრება და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას გამართავს.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს ბოლოს 2016 წელს სტუმრობდა.