Facebook-ის მშობელი კომპანია Twitter-ის ანალოგიურ აპლიკაციაზე მუშაობს — "P92" - Palitra News

Facebook-ის მშობელი კომპანია Twitter-ის ანალოგიურ აპლიკაციაზე მუშაობს — "P92"

2023-03-17 10:22:40+04:00

Facebook-ის მშობელი კომპანია Meta დეცენტრალიზებულ აპლიკაციაზე მუშაობს, რომელიც ტექსტური პოსტების გაზიარებას დაეთმობა და Twitter-ის ანალოგი იქნება.

Platformer-ის ცნობით, პროექტს "P92" შეარქვეს და მასზე ადამ მოსერია პასუხისმგებელი, ინსტაგრამის ხელმძღვანელი. ჯერჯერობით უცნობია, როდის იგეგმება მისი გამოშვება.

MoneyControl-ის თანახმად, აპლიკაცია "ინსტაგრამ-ბრენდირებული" იქნება, მომხმარებლები კი რეგისტრაციასა და მასში შესვლას ინსტაგრამის მონაცემებით შეძლებენ.

"დამოუკიდებელ, დეცენტრალიზებულ სოციალურ ქსელზე ვმუშაობთ, რომელიც ტექსტური ინფორმაციის გაზიარებას დაეთმობა", — უცხადებენ Platformer-ს Meta-დან — "გვჯერა, კარგი იქნება ცალკეული სივრცე, სადაც კრეატორები და საზოგადო მოღვაწეები ერთმანეთისათვის დროული ინფორმაციის გაზიარებას შეძლებენ თავიანთი ინტერესების შესახებ".იმისათვის, რომ კონკურენტებს არ ჩამორჩეს, Meta მათ ხშირად ჰბაძავს: YouTube-ისა და TikTok-ის ფუნქციების საპასუხოდ მის პროდუქტებში IGTV და Reels-ები გაჩნდა. შესაბამისად, Twitter-ის ალტერნატივის შექმნა არც ისე მოულოდნელი ნაბიჯია.

ასევე იხილეთ: Facebook აპლიკაციაზე Messenger-ის დაბრუნება იგეგმება — კომპანია ახალ ფუნქციას ტესტავსმეორე მხრივ, უჩვეულოა ის, რომ კომპანია დეცენტრალიზებულ პლატფორმაზე შეჯერდა — Meta-ს არსებული პროდუქტები უაღრესად ცენტრალიზებულია. შესაძლოა, ეს იმაზე მიუთითებდეს, რომ Meta-ს, Twitter-ის გარდა, სხვა მსგავსი პლატფორმებისთვისაც სურს კონკურენციის გაწევა — მაგალითად, Twitter-ის დეცენტრალიზებული ალტერნატივებისთვის Mastodon და BlueSky.

"Meta-ს ისტორიას თუ ჩავუღრმავდებით, ისინი ბევრად უკეთესი მყიდველები არიან, ვიდრე ინოვატორები თუ დეველოპერები", — Reuters-თან საუბრისას აცხადებს ტომას ჰეიესი, Great Hill Capita-ს თავმჯდომარე — "შესაბამისად, Twitter-ის ფუნქციების გამეორება უბრალოდ თავდაცვითი ნაბიჯია".ასეა თუ ისე, მხოლოდ დრო გვიჩვენებს, რა გამოვა კომპანიის ახალი პროექტიდან — ვინ იცის, იქნებ აპლიკაცია ინსტაგრამის Notes ფუნქციაზე გამოსადეგიც კი აღმოჩნდეს.

s