TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორის შუ ზი ჩუს განცხადებით, საკუთარ შვილებს ამავე აპლიკაციის გამოყენების უფლებას არ აძლევს. ამის შესახებ მან New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რეკომენდაციებს ემორჩილება და თავის არასრულწლოვან შვილებს აპლიკაციაზე წვდომა არ აქვთ.
„მცირეწლოვანი ბავშვებისთვის TikTok-ანგარიშის შექმნა მხოლოდ აშშ-ში შეიძლება, დანარჩენ მსოფლიოში ჩვენ ასაკობრივი ბარიერები დავაწესეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები შტატებში ხშირად არიან, ვფიქრობ, მათთვის TikTok-ის გამოყენება ჯერ კიდევ ნაადრევია“, - ამბობს შუ ზი ჩუ ინტერვიუში.