შვედური მედიის ექსკლუზიური ინფორმაციით, გურამ ქუთათელაძე ოქტაგონზე ბრუნდება და 10 ივნისს UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე იჩხუბებს, რომელიც კანადაში ჩატარდება და გურამის მეტოქეც კანადელი ჯონ მაკდესი იქნება, რომელსაც UFC-ში 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული (11 მოგება და 8 მარცხი). Frontkick-ი წერს, რომ მხარეები ბოლო დეტალებს ათანხმებენ და კონტრაქტსაც მალე გააფორმებენ.
შეგახსენებთ, გურამმა UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში პოლონელი მატეუშ გამროტი დაამარცხა, რის შემდეგაც დამირ ისმაგულოვთან წააგო. ქართველის მომდევნო ბრძოლა ბრაზილიელ ტიაგო მოისესთან იყო დაგეგმილი, თუმცა ქუთათელაძე ამ ბრძოლას ჯანმრთელობის პრობლემის გამო ჩაეხსნა.
გურამის რეკორდი MMA-ში 12 მოგება და 3 მარცხია. ქუთათელაძე ოქტაგონზე ზუსტად ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ისმაგულოვთან მარცხამდე, გურამს ზედიზედ 9 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.