კონფერენსლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში შვედურ „იურგარდენთან“ ნიკა კვეკვესკირმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და გადამწყვეტი როლი ითამაშა პოზნანის „ლეხის“ გამარჯვებაში. პოლონეთის ჩემპიონმა ანგარიშით 3:0 მოიგო, საუკეთესო შეფასება კი ქართველმა ლეგიონერმა დაიმსახურა.
საფეხბურთო ვებგვერდმა sofascore-მა, 30 წლის ქართველს 10-ბალიანი სისტემით 8,4 დაუწერა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი სათადარიგო იყო, თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო და პოლონელთა სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა.
პირველი გოლის დროს, კვეკვესკირის წამოწყებული შეტევა პედრო რებოხომ გააგრძელა, რომლის გადაცემითაც ანგარიში ფილიპ მარჩინსკიმ გახსნა. მეორე გოლი კვეკვესკირმა თავად გაიტანა, ხოლო რამდენიმე წამში, მოედნის ცენტრში შვედების შეტევა ჩაჭრა და მისი პასის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მიხალ სკორაშმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0 დააფიქსირა.
„ლეხმა“ ორმატჩიან დაპირისპირებაში შვედური კლუბი ანგარიშით 5:0 დაამარცხა და კონფერენსლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს.