დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.
არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გამთენიისას კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ გარდაცვლილი ადგილზე აღმოაჩინეს.