გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში დაიწყო. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა ოფიციალური შეხევდრა დღეს გაიმართება.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. მინისტრი ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებასაც დაესწრება და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდება.
ჯეიმს კლევერლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს ბოლოს 2016 წელს სტუმრობდა.