„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ პროფესორ-მასწავლებლები შეუერთდნენ. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილმა მოძრაობის წარმომადგენლებმა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. მოძრაობის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბაჩანა შენგელიას განცხადებით, ნიკა გვარამია უკანონო პატიმრობაში იმყოფება, რაც უნდა დასრულდეს.