საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წონა 60 კგ-მდე ჩამოვიდა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, შესაძლოა, ცუდი შედეგი დადგეს.
ცნობისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდის გასაჯაროვებისას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების პროპრორციულობის დაცვა, ამასთან, შემოწმებით გამოვლინდა სხვა სამართალდარღვევის ფაქტებიც.
მათივე ცნობით, სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.