მმართველი პარტიის წარმომადგენლები გასული კვირის მოვლენებს აფასებენ და აგენტების შესახებ კანონპროექტზე ამბობენ, რომ იმ დისკუსიით, რომელიც წარიმართა, საზოგადოებაში ყველამ გაიგო, რომ აგენტობა არის სამარცხვინო და სათაკილო მოვლენა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, რომელიც ერთგვარი ცისფერი მთებია.