მიმდინარე წლის თებერვალში, გასული წლის იგივე თვესთან შედარებით რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 754%-ით გაიზარდა, თუმცა წინა თვეებთან შედარებით გადმორიცხვების მოცულობა შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, წინა თვეს ქვეყანაში 372.3 მლნ დოლარი გადმოირიცხა. ამ თანხის დიდი ნაწილი კი - 50% რუსეთის ფედერაციიდან. იანვარში კი საქართველომ 445 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში რუსეთიდან საქართველომ 187.3 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო. იანვარში ეს მაჩვენებელი 268 მილიონი დოლარი იყო.
რაც შეეხება წინა წლის თებერვალთან შედარებას, გზავნილები 754%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა - 4.4 მილიარდი დოლარი, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო