მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 50 თეთრით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 256 ლარი და 40 თეთრი იყო. მაშინ როცა 2023 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 256 ლარსა და 90 თეთრს შეადგენდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2023 წლის თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 25 ლარითა და 60 თეთრით არის გაზრდილი.
შეგახსნებთ, რომ შარშან თებერვალში საარსებო მინიმუმი 231 ლარსა და 30 თეთრს შეადგენდა.