პარტია "ლელოს" ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო მასშტაბის ტყუილში ამხილეს. პარტიის წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაცია “საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” “ღია ბიუჯეტის კვლევის რეიტინგის" მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს.
დათუნაშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციში მიიჩნევენ, რომ საქართველოში არასამთავრებო ორგანიზაციების შეზღუდვა ქვეყანაში გამჭირვალობის გაუარესებასა და რეიტინგში ვარდნას იწვევს.
დათუნაშვილის შეფასებით, ამერიკული ორგანიზაცია heritage foundation-ის განახლებული კვლევა ქვეყანაში მზარდ ელიტურ კორუფციასა და ინსტიტუციების დასუსტების ტენდენციაზე მიუთითებს.