ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „დროამ“, „გირჩი - მეტი თავისიფლებამ“ სტრასბურგში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. როგორც პარტიების ლიდერები აცხადებენ, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას ევროპარლამენტარების დიდი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ხელისუფლება არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. საქართველოდან ჩასული დელეგაცია შეხვედრებს ბრიუსელში კვლავ განაგრძობს.