საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი დიეგო ჩხიკვაძე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.
ქართველმა ფალავანმა ტიტულის შენარჩუნება რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ტურნირზე მოახერხა, სადაც ფინალში თურქ მუსტაფა საფა ილდირიმს ანგარიშით 2:1 მოუგო.
შეგახსენებთ, რომ დიეგომ კვალიფიკაციაში ისრაელის ნაკრების წევრ შონ ნადორგინს 7:0 სძლია და პრობლემები არც შემდგომში შექმნია: მეოთხედფინალში უკრაინელი მაკსიმ ლიუ ანგარიშით 9:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ვადაზე ადრე საქმე სომეხ აშოტ ხაჩატრიანს უმარტივესად, ანგარიშით 11:0 სძლია.
ასევე გუშინ ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს 72 კგ. მოასპარეზე გიორგი ჩხიკვაძემ და 82 კგ-ში მოჭიდავე საბა მამალაძემ.
საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდე ბერძენ-რომაელთა ევროპირველობაზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში 125 ქულა მოაგროვა და თურქეთისა (127) და უკრაინის (126) შემდეგ, მე-3 ადგილი დაიკავა.