20 წლის ფეხბურთელის კორონავირუსით გარდაცვალების საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა ჩატარდება - Palitra News

20 წლის ფეხბურთელის კორონავირუსით გარდაცვალების საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა ჩატარდება

2023-03-16 10:07:00+04:00

20 წლის ფეხბურთელის კორონავირუსით გარდაცვალების საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა ტარდება. საქმეში ბრალდებული, ექთანია. ის დანაშაულს არ აღიარებს. ექთანს საგამოძიებო უწყება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავება. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ ვახტანგ ჩარკვიანი კლინიკაში პრეპარატების ზედოზირებით გარდაიცვალა, თუმცა საავადმყოფოს მედპერსონალი ირწმუნება, რომ პაციენტს სწორად მკურნალობდნენ.