იტალიის ქალაქ ნეაპოლში, "ნაპოლისა" და "აინტრახტს" შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩის წინ გერმანელ ქომაგებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.
როგორც იტალიური მედია იუწყება, გერმანელმა ქომაგებმა, რომლებსაც თამაშზე დასწრების უფლება არ აქვთ, თუმცა ნეაპოლში მაინც ჩავიდნენ, სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს პოლიციის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. შეტაკების შედეგად დაზიანებულია მაღაზიის მინები, ცეცხლი გაუჩნდა ადგილზე მდგარ ავტომობილებს, მათ შორის პოლიციის მანქანებს.