პოლონეთმა რამდენიმე ქვეყნისგან „მკაფიო განცხადებები“ მიიღო, რომლებსაც მზაობა აქვთ უკრაინას MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გადასცენ. ინფორმაცია პოლონეთის მთავრობის პრეს-სპიკერმა გაავრცელა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია ზუსტად უკრაინის რომელ პარტნიორ ქვეყნებს გულისხმობდა. პრეს-სპიკერის განცხადებამდე, გუშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინისათვის MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მომდევნო 4-6 კვირის განმავლობაში შესაძლო გადაეცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. უცვლელია, შეერთებული შტატების პოზიციაც, რომელიც ადასტურებს, რომ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებას უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით არ ეწინააღმდეგება.