თურქეთის ორ პროვინციაში, რომლებიც გასულ თვეში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალდნენ, წყალდიდობაა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, წყალდიდობას სულ მცირე ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შანლიურფაში წყალდიდობა ძლიერმა და ინტენსიურმა წვიმამ გამოიწვია. ქალაქში მრავალი ქუჩა და გამზირი დაიტბორა.