საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს. ქართული არტილერიის 30 წლის იუბილე აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადებში არტილერისტებს იუბილე სარდლობების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალებიც.