ავარიული შენობა-ნაგებობების განახლება და რეკრეაციული სივრცეების შექმნა - მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის განვითარების ფონდი ძველი თბილისის ისტორიული უბნების განახლებაზე სრული დატვირთვით მუშაობს, გამგეობები კი ათეულობით ავარიული სახლების გამაგრებას აქტიურად ახორციელებენ. გარდა ამისა, დედაქალაქის მერი განმარტავს, რომ მიწის მესაკუთრეებს, აღნიშნული ტერიტორიის სანაცვლოდ, ალტერნატიულ ნაკვეთზე K2 კოეფიციენტის მომატების შესაძლებლობა მიეცემათ. კალაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესი მიწის მესაკუთრეების უფლებებს სრულად დაიცავს.