დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის შეფასება მიღებულია - დოკუმენტის მიხედვით, რეალური დეოლიგარქიზაციისთვის არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომაა საჭირო. ოპოზიციამ ვენეციის კომისიის ანგარიშში დაფიქსირებული შენიშვნები დღეს მარკერით მოხაზა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიუტანა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, თუ დეოლიგარქიზაცია წარუმატებელი აღმოჩნდება ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ოპოზიციისგან განსხვავებით პროცესის წარმატების იმედი აქვს მმართველ პარტიას. ოცნების გუნდი ფიქრობს რომ ვენეციის კომისიამ ოპოზიციის სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.