Eastpak-ის სამეცნიერო ფანტასტიკით შთაგონებული რეკლამა მარსზე მცხოვრები ახალგაზრდების ჯგუფს წარმოგვიდგენს. ისინი წითელი პლანეტის ზედაპირზე სეირნობენ, თამაშობენ კალათბურთს, ერთობიან და ატარებენ დღეს, როგორც ჩვეულებრივ დედამიწაზე.
რეალურად, ვიდეორგოლი ერთგვარი ვიზუალიზაციაა იმისა, თუ შორეულ მომავალში როგორ წარმოგვიდგენია მარსზე ცხოვრება. „ეს არის მომავლისა და კრეატიული ინტერპრეტაციის საშუალება. საზღვრების გადალახვა და სასურველ შედეგებზე ფიქრი“, — აღნიშნავს ჩანთების ბრენდი. თანაც, კოსმოსის თემებით აპელირება ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად იქცა მომხმარებლებთან დასაკავშირებლად.