Visit Denmark AI-ის დახმარებით ისეთ ხელოვნების ნიმუშებს აცოცხლებს, როგორებიცაა „მონა ლიზა“, „გოგონა მარგალიტის საყურით“, „თავისუფლების ქანდაკება“ და მრავალი სხვა. მიზანი კი ერთია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ესტუმროს დანიას. სწორედ ამიტომ გეუბნებათ, მაგალითად, მონა ლიზა, რომ შვებულების გასატარებლად საუკეთესო გზა მის სანახავად რიგებში საათობით დგომა ნამდვილად არ არის, თავისუფლების ქანდაკება კი ცხოვრების პატარა „ბედნიერებებით“ სიამოვნების მიღებას გთავაზობთ…
ეს სარეკლამო კამპანიის Don’t be a tourist – be an Explorist-ის ნაწილია. ამ ყველაფერს კი Brandhouse/Subsero-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის ლუი პილმარკის თქმით, „ვერავინ ახსნიდა იმაზე კარგად, ვიდრე თავად ის ნახატები და ქანდაკებები, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს ხედავს“…
როგორც ამბობენ, კამპანია ერთ-ერთი პირველია მათ შორის, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სკრიპტით Deepfake-სა და მოძრაობის სინთეზირებას ერთდროულად მიმართა.
„ჩანაწერი 100%-ით ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. ჩვენ ერთი სიტყვაც კი არ დაგვიწერია, უბრალოდ ამოვშალეთ ის, რაც ძალიან გრძელი იყო ან არ შეესაბამებოდა სიმართლეს. შესაძლოა, რაღაც მხრივ, სარისკოც იყო მთლიანი შეტყობინების AI-სთვის მინდობა, მაგრამ ასე, ტურიზმის ინდუსტრიისთვის უახლესი ტექნოლოგია გამოვიყენეთ და ჩვენი შემოქმედებითი ხედვა თუ შეტყობინებებიც გავაცოცხლეთ“, — აცხადებს ქეთრინ ლინკ გუსტავუსენი, Visit Denmark-ის PR-სა და პრესმენეჯერი.
გამოდის, მხოლოდ ერთი გზა არსებობს: EXPLOrer + touRIST = EXPLORIST —ტურისტობასთან ერთად, მკვლევრებიც უნდა გავხდეთ…