სირიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფება. რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ბაშარ ალ ასადი სირიის მინისტრთა დელეგაციასთან ერთადსამშაბათს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაც.
ბაშარ ალ ასადი, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს პოლიტიკურ, სავაჭრო და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ გამართავს. ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბარი ასევე სირიასა და მის გარშემო არსებული ვითარების გადაწყვეტის პერსპექტივებს შეეხება.