თბილისში, ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული გრძელდება. შეხვედრაზე მარეგულირებელმა უწყებებმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, აღსრულების მექანიზმები და მიღებული შედეგები შეაფასეს. უწყებათა ხელმძღვანელების თქმით, მომხმარებლების ინფორმირებულობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
მათივე თქმით, დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციია გაუმჯობესეულია და უწყებები აქტიურად მუშაობენ არსებული პრობლემების გადასაჭრელად.