"ლუციფერის მხილება" - ამ სათაურის წიგნი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს დღეს სამუშაო მაგიდაზე დახვდათ. წიგნის ყდაზე თავისუფლების ქანდაკება სატანის სახითაა გამოსახული, მასში კი ამერიკის შეერთებული შტატები მოხსენიებულია, როგორც ღვთის მგმობი ქვეყანა. წიგნის ავტორი ალექსანდრე ქოჩიაშვილია, რომელმაც წიგნები დეპუტატებს თავად გაუგზავნა.
წიგნების დარიგებასთან კავშირს უარყოფს პარლამენტის აპარატი. სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს წიგნების და სხვა სახის საჩუქრების არც გადარჩევა და არც დარიგება.