ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში საწვავის გაიაფების რესურსი კიდევ არსებობს. ფასების შემცირება კურსის სიმყარესა და საერთაშორისო ბაზარზე ფასების სტაბილურობაზეა დამოკიდებული. დავითაშვილის თქმით, არის მოლოდინი, რომ მარტში წლიური ინფლაცია კიდევ შემცირდება. აღსანიშნავია, რომ თებერვალში ინფლაცია 8.1%-მდე შემცირდა.მოგეხსენებათ, თებერვალში საწვავის ფასი ყველა ტიპის საწვავი 30-40 თეთრით გაიაფდა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებით,კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს საწვავის ბაზრის მოკლევა დაიწყო. სააგენტოს განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მსხვილ იმპორტიორებს საწვავი რუსეთიდან იაფად შემოჰქონდათ, ბენზინგასამართ სადგურებზე ფასი ევროპიდან იმპორტირებული ბენზინის ფასს უტოლდებოდა.
როგორია ვითარება დღეს და რა მოლოდინები უნდა გვქონდეს, შემცირდება თუ არა კიდევ საწვავის ფასები? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი