ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მხარს უჭერენ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე პირველად 25 მილიონი ლარის ღირებულების სოციალური ობლიგაციების განთავსებას. მათ დაასახელეს გამარჯვებული კომპანია, რომელიც მიიღებს გრანტს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის“ მიერ გამოშვებული 25 მილიონი ლარის ღირებულების სოციალური ობლიგაციების განთავსება წარმოადგენს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე გენდერული ობლიგაციების განთავსების პირველ შემთხვევას. გენდერული ობლიგაციების შედეგად მოზიდული თანხის 100% მოხმარდება ქალ მეწარმეთა მფლობელობაში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესების სესხების დაფინანსებას. გენდერული ობლიგაცია მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ინოვაციურ ფინანსებზე წვდომა და გაზარდოს კომპანიის საკრედიტო პორტფელი ამ სამიზნე სეგმენტში არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის, მათ შორის საქართველოს რეგიონებში.