საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. „ჩვენებურებმა“ ფავორიტ და ოლიმპირ ჩემპიონ სერბეთის ნაკრებს უმძიმეს ბრძოლაში მოუგეს.
პირველი მეოთხედი საქართველოს უპირატესობით წარიმართა და შედეგი ანგარიშზე აისახა - 4:2. მეორე და მესამე მეოთხედი სერბების იყო და იდენტური ანგარიშით 3:2 მოიგეს.
უკანასკნელი მეოთხედის წინ, ტაბლოზე საყაიმო ანგარიში ფიქსირდებოდა და მეოთხედიც ფრედ 3:3 დასრულდა. ჯამში კი 11:11.
გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც საქართველო გაცილებით უკეთესი იყო და გამარჯვება მოიპოვა.(23:22).
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქართველებმა მეორედ გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილში 5 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება