მთამსვლელი ალექსანდერ შულცი რეკორდსმენია, რომელმაც პირინეის მთაზე ასვლით რეკორდი დაამყარა. McCafe-სა და Ronald McDonald House Charities-ის ახალ რეკლამაში კი მისი შესაძლებლობები კრეატიული კუთხით გამოიყენეს, რათა ამ ყავის შეძენის მნიშვნელობა სიმბოლურად წარმოეჩინათ.
„Most Extraordinary Cup“-ში ფეხშიშველი, ხალათმოცმული შულცი ჰაერში გამოკიდებულ, ორ საჰაერო ბურთს შორის გადებულ წვრილ თოკზე მოძრაობს. თითოეულ მათგანზე ბრენდისა და არაკომერციული კომპანიის ლოგოებია დატანილი — ერთიდან მეორეში ყავის დასალევად გადადის, თუმცა აქ საკუთარი უშიშრობის დემონსტრირებას სულაც არ ცდილობს… არამედ „ამას იმისთვის აკეთებს, რომ მხარი დაუჭიროს მათ, ვინც კიდევ უფრო გაბედულია“.
მთლიანობაში, ეს კამპანია თანამშრომლობის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ამერიკაში McCafe At Home-ის ყავის შეძენისას გარკვეული თანხა RMHC ცენტრში ირიცხება.