ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „აინტრახტს“ უმასპინძლებს. ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია ა-ში წარმატებულ სვლას განაგრძობს. უკანასკნელ ტურში, „პარტენოპეიმ“ „ატალანტას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. გამარჯვებაში კი თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელსაც შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ამ მომენტისთვის, ნეაპოლური კლუბი იტალიის ჩემპიონატს 68 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს
„ნაპოლი“ თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. ლუჩიანო სპალეტის განკარგულებაში მხოლოდ ჯაკომო რასპადორი არ იქნება, თუმცა ის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად არ განიხილება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ „პარტენოპეი“ 100%-ით მზად არის.
“ჩვენ გვჭირდება თავდაჭერილობა, სარგებლიანობის მაღალი მაჩვენებელი, პროფესიონალიზმი, წარმატების დიდი სურვილი, თანაგუნდელებისადმი დახმარების უნარი. არ უნდა წარმოვადგენდეთ მხოლოდ ცალკეულ 11 მოთამაშეს, არამედ უნდა ვიყოთ ერთი მთლიანობა, ერთი გუნდი”, - აღნიშნა „ნეაპოლელთა“ თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება გერმანიაში გაიმართა, რომელიც „ნაპოლიმ“ ოსიმენისა და დი ლორენცოს გოლების წყალობით 2:0 მოიგო. განმეორებითი მატჩი კი დღეს, თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.