ზუგდიდის სასამართლოში ბადრი ესებუას საქმესთან დაკავშირებით პროცესი, ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. ესებუას ადვოკატი ექსპერტიზის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ის 2020 წლის ოქტომბერში ზუგდიდში ბანკზე მომხდარ თავდასხმაში არ მონაწილეობდა.