შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განცხადებით, იმის ალბათობა, რომ ფინეთი ნატო-ს წევრი მანამდე გახდება, სანამ ალიანსში შვედეთი გაწევრიანდება, გაიზარდა. მისივე თქმით, შვედეთის ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია და უკრაინაში მიმდინარე ომის პარაელურად ფინეთის ნატოში გაწევრიანება არ უნდა შეყოვნდეს. თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებების პროცესზე მოლაპარაკებები ბრიუსელში გასულ კვირას განაახლეს. შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი გასულ წელს გააკეთეს, მაგრამ თურქეთის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ. ანკარა ამტკიცებს, რომ აღნიშნული ორი ქვეყანა „ტერორისტული დაჯგუფებების წევრების თავშესაფარია“.