ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონულ ამბასადორიალს მასპინძლობს.
ამბასადორიალის მთავარი მიზანი ევროკავშირის პოლიტიკის განხილვაა, რომელშიც ასევე მონაწილეობენ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორი - კატარინა მატერნოვა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი, მიქელ ზიბერტი.
როგორც კატერინა მატერნოვამ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი დღეს იქნებოდა გადაწყვეტილება მისაღები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საერთო პოზიციაზე შეჯერება ძალიან გაუჭირდებოდათ. ზიბერტი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს 12 რეკომენდაციის წარმატებით შესრულებისთვის დრო აქვს.