„საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ - პიემსი კვლევითმა ცენტრმა ძალიან საინტერესო ანალიზი გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეკონომიკური გარემო და მასთან დაკავშირებული მოლოდინები, ინფლაცია, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და სხვა.
კვლევის ფარგლებში კვლევითმა ორგანიზაციამ 60 ექსპერტი გამოკითხა. რას ფიქრობენ ეკონომისტები ამა თუ იმ აქტუალურ თემასთან დაკავშირებით და რა მოლოდინები აქვთ? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია PMC კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი ანასტასია ჩხენკელი