გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, 12 მარტის ჩათვლით, უკრაინაში 8 231 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 13 734 კი დაშავდა. ყველაზე მეტი დაღუპულია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში. გაერო აღნიშნავს, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ომის გამო, ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან ვერ ხერხდება